ლევან ბერძენიშვილს ყვარელში ლექციის წაკითხვის საშუალება არ მისცეს

15.01.23 20:13
ლევან ბერძენიშვილს ყვარელში ლექციის წაკითხვის საშუალება არ მისცეს

ლევან ბერძენიშვილი ყვარელში ლექციაზე არ შეუშვეს.  ,,ქართული ოცნების" მიერ მართული ,,ალტ ინფოს" აქტივისტები  ბერძენიშვილს აგინებდნენ და უყვირდნენ.

აგრესიულად განწყობილი ჯგუფი სკანდირებდა  სიტყვებს  "ერეკლე ჩვენი პაპა იყო". იქვე იდგნენ სამართალდამცველები, მაგრამ რეაგირება არც უფიქრიათ.

ლევან ბერძენიშვილს დღეს ლექცია უნდა ჩაეტარებინა თემაზე "ილია და აქტივიზმი", მაგრამ ორგანიზატორებმა უსაფრთხოების მიზნით შეხვედრა გააუქმეს.

ბერძენიშვილი ,,პირველებთან" ამბობს, რომ რუსები საქართველოში ილია ჭავჭავაძეზე ლაპარაკს უკრძალავენ.  ვინ დგას ამ  ორგანიზებული შეტევის უკან?

იხილეთ ლიზა ლასარეიშვილის სიუჟეტი.

 

 

მსგავსი სიახლეები