სააკაშვილი შეიძლება კვდება, მაგრამ მისი მემკვიდრეობა პუტინს გაუძლებს - მორიგი სტატია მესამე პრეზიდენტზე

16.01.23 10:38
სააკაშვილი შეიძლება კვდება, მაგრამ მისი მემკვიდრეობა პუტინს გაუძლებს - მორიგი სტატია მესამე პრეზიდენტზე

რუსული დამოუკიდებელი ტელეარხ "დოჟდის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვრცელ სტატიას უძღვნის. 

 ეკატერინე კონტრიკაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებულ რეფორმებზე წერს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა სიცივე, სიბნელე, ცეცხლმოკიდებული საბურავების სუნი და საათობით რიგში დგომა უკან მოიტოვა.

2006 წლის ზამთარში დავბრუნდი თბილისში და აღმოვაჩინე სულ სხვა ქალაქი, სხვა ქვეყანა. მექრთამეობის კულტურა აღარ იყო და ქართველები დაკავებულნი იყვნენ ბიზნესით, შემოსავლით, აშენებით და ინიცირებით. მიშამ ასე ეძახდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს  დაიწყო ქვეყნის აღმშენებლობა და თავისი ქვეყანა ევროპული გზით მიიყვანა. ქრთამს აღარ სჭირდებოდა საქმეების გასაკეთებლად და ელექტროენერგია, გაზი და ცხელი წყალი ჩვეულებრივი გახდა"- წერს ჟურნალისტი. 

ჟურნალისტის თქმით, "სააკაშვილი დასავლეთის დერეფნებში კრემლის მთავარი საჯარო კრიტიკოსი გახდა და უკრაინაში შეჭრაც იწინასწარმეტყველა".

კოტრიკაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და პატიმრობაზე საუბრობს:

არ ვიცი შესაძლებელია თუ არა მისი დაბრუნება, მაგრამ სულ მცირე, ჩვენ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ის იცოცხლებს. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება - ქართული ოცნება - პოლიტიკური პარტია, ასევე ოლიგარქი და საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ რაც სააკაშვილმა გააკეთა, ყველაფერი არასწორი იყო, მათ შორის ევროკავშირისკენ სწრაფვა. ივანიშვილის რეჟიმი თავს იკავებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისგან, სულ უფრო მეტ პოლიტპატიმარს აკავებს და უგულებელყოფს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებებს, თანაგრძნობა გამოავლინოს სააკაშვილის მიმართ“, - წერია სტატიაში. 

ეკატერინე კოტრიკაძის განცხადებით, "ზოგი იტყვის, რომ სააკაშვილმა წააგო, მაგრამ დარწმუნებულია რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ის იქნება გამარჯვებული". 

მსგავსი სიახლეები