ადვოკატებს სააკაშვილის პატიმრობის კადრები არ გადასცეს - პენიტენციურმა კანონი დაარღვია
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა კანონი დაარღვია, სასამართლოს განჩინება არ შეასრულა და მესამე პრეზიდენტის პატიმრობის კადრები დაცვის მხარეს ამ დრომდე არ გადასცა.
შალვა ხაჭაპურიძე რატი ბრეგაძის უწყებას ვადას დღის ბოლომდე აძლევს და იმ შემთხვევაში თუ მასალას არ მიაწვდიან, ადვოკატი საგამოძიებო სამსახურს განცხადებით მიმართავს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
პენიტენციურ სამსახურს მოსამართის განჩინების შესასრულებლად ვადა შაბათს, 14 იანვარს ამოეწურა.
დღის განმავლობაში ველოდებით, თუ დღის ბოლომდე არ შემოვა (კადრები), ამ საკითხს მოსამართლესთან კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ, შემდეგ ხვალვე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში საჩივარს შევიტანთ სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლებლობაზე, რასაც წყალი არ გაუვა. მე არ მახსოვს საქმე, საჩივარი შეგვეტანოს და გამოძიება არ დაწყებულიყო... ქვეყანა რომ დაინგრეს, მოსამართლის გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს"- თქვა ხაჭაპურიძემ "ტვ პირველთან".
ადვოკატი ვარაუდობს, რომ რატი ბრეგაძის უწყება "მალავს იმ ყველაფერს, რამაც მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა".
მისი თქმით, ვიდეოჩანაწერები უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა და მიუხედავად მასალის მოცულობისა, დაცვის მხარე მზად არის, ჩანაწერები სწრაფად აითვისოს.