ვახტანგ კიკაბიძე მძიმე ტვირთი იყო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის - ევროპარლამენტარი

16.01.23 12:52
ვახტანგ კიკაბიძე მძიმე ტვირთი იყო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის - ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ქართველი მომღერალისა და მსახიობის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმიანება. 

ჩემი წლები, ჩემი სიმდიდრე...

ჩვენს თაობაში ის ჩვენნაირი იყო.
მაშინ ჩვენ არ ვიცოდით, რომ "გრუზიას" მათ ენაზე საქართველო ერქვა... დიდი გულის და სინდისის კაცი.
ვახტანგ კიკაბიძე მძიმე ტვირთი იყო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის, რომელიც აშინებს თავის ხალხს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთება გამოიწვევს ომს, რომ ევროკავშირს სურს მათი ომში ჩართვა, რადგან თავადაც ამ კონფლიქტის მონაწილეა. 
მშვიდად განისვენე პატიოსანო კაცო."- წერს ევროპარლამენტარი. 

მსგავსი სიახლეები