"პატრონები სააკაშვილის მოშორებით ორ კურდღელს დაიჭერენ" - მაჭარაშვილი ხელისუფლებას აფრთხილებს

16.01.23 13:17
"პატრონები სააკაშვილის მოშორებით ორ კურდღელს დაიჭერენ" - მაჭარაშვილი ხელისუფლებას აფრთხილებს

დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ლიკვიდაციაზე საუბრობს. 

საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ხალხის ძალის" წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ "სააკაშვილმა მუქარის ტონი გააძლიერა და დაემუქრა თავის პატრონებს, თუ არ გაათავისუფლებენ, ალაპარაკდება, როგორც ოქროს მოწმე 2008 წლის ომზე, საქართველოში მის შემოყვანაზე".  

მისი პატრონები გააქტიურდნენ, განსაკუთრებით, ბოლო კვირების განმავლობაში. ჩვენ ვხედავთ, რომ, როცა მათ დაინახეს ნულოვანია შანსი, საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს უკანონო პროცესს, რასაც ჰქვია სასჯელისგან პატიმარ სააკაშვილის გათავისუფლება, ამიტომ დღის წესრიგში დადგა, როგორმე ეს ოქროს მოწმე - სააკაშვილი გააჩუმონ.

გაჩუმების სხვადასხვა ხერხი არსებობს და ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ. იმ შემთხვევაში, თუ პატრონები დაინახავენ საფრთხეს, რომ შეიძლება, ოქროს მოწმე ალაპარაკდეს, მის მოშორებაზე შეიძლება იყოს მიღებული გადაწყვეტილება, რითიც ორ კურდღელს დაიჭერენ. ერთი - ეს ოქროს მოწმე იქნება მოშორებული და საფრთხე აცილებული,  რომ როგორც 2008 წლის ომთან, ისე მისი შემოყვანის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით  და მეორე ის, რომ შეეცდებიან, ეს ყველაფერი დააბრალონ ხელისუფლებას და საქმე მივიდეს მეორე ფრონტამდე,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები