სააკაშვილმა ბევრი რამ იცის და ბევრ კომპრომატს მალავს - მათიკაშვილი
სააკაშვილმა რომ ბევრი რამ იცის და მისი მეხსიერება ბევრ კომპრომატს მალავს - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" წევრმა, დავით მათიკაშვილმა, "ხალხის ძალის" განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
"ოცნების" დეპუტატის მტკიცებით, მმართველი პარტიიდან გასული დეპუტატები " მოსაზრებებს შესაბამისი არგუმენტებით ამყარებენ.
ხალხის ძალა ახმოვანებს იმ შეხედულებას, რომელიც ამ ადამიანებს გააჩნიათ და რომელსაც შესაბამისი არგუმენტებით ამყარებენ.
სააკაშვილმა რომ ბევრი რამ იცის და მისი მეხსიერება ბევრ კომპრომატს მალავს, ეს ფაქტია. "ნაციონალური მოძრაობა" და მათი "პარტნიორები" არ ერიდებიან მსგავს პროვოკაციებს ვიწრო პარტიული მოსაზრებების მიზნების განსახორციელებლად"- აცხადებს დავით მათიკაშვილი.