ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელ მოძალადეს სასჯელი შეუმცირეს
"ტვ პირველის" ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაძე თავდამსხმელ მოძალადეს სასჯელი შეუმცირეს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მაია თეთრაულის გადაწყვეტილებით, დავით კუტალაძეს 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
თავდაპირველად მას სასჯელის სახით 5 წლით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
საპელაციო სასამართლომ ბრალდებული კუტალაძე ძალადობის ორგანიზებაში ( სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი) უდანაშაულოდ მიიჩნია. თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დამნაშავედ ცნო.
რამდენიმე წუთის წინ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, დავით კუტალაძე, ოთარ გელაშვილი, ცოტნე ჩიხლაძე და გია გიგუაშვილი დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზების მუხლი მოუხსნა.
მოძალადეებს სასჯელი შეუმცირეს და ყველა მათგანს 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.