"ამერიკელებს უქნევენ თითს" - გიული ალასანია "ხალხის ძალაზე"

16.01.23 14:04
"ამერიკელებს უქნევენ თითს" - გიული ალასანია "ხალხის ძალაზე"

"ამერიკელებს უქნევენ თითს" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ "ხალხის ძალის" განცხადების კომენტირებისას ისაუბრა. 

მისი თქმით, "სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია, ცდილობენ, მოწამვლაც ამიტომ მოხდა":

რაც შეეხება ამ პროგნოზებს, (გეგმა B: სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება) არ მგონია, რომ ვინც ამას იძახის, რაიმე განსაკუთრებული პროგნოზის ნიჭით არის დაჯილდოებული. 

ამას იძახიან შესაშინებლად, ყველას ერთად აშინებენ. როგორც ჩანს, იმ ამერიკელებს უქნევენ თითს. პატრონებში ამერიკელებს გულისხმობენ, აბა ახლა პატრონები ჩვენ ვართ და ჩვენ გვგულისხმობენ? 

ან იმათ საიდან იციან, რა მტკიცებულება აქვთ? და რა უნდა დაემართოს მიშას? მოწამლული არის, იმისთვის ხომ არ მოწამლეს, რომ უკეთესად გახდეს მისი ჯანმრთელობა? იმისთვის მოწამლეს, რომ მოკვდეს"- ამბობს გიული ალასანია. 

„ქართული ოცნებიდან” ფორმალურად წასული დეპუტატები მორიგ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციის  ვერსიაზე საუბრობენ.

"ხალხის ძალის" მტკიცებით, "სააკაშვილი თავის „პატრონებს” კონკრეტული თემებით აშანტაჟებს, სწორედ ამიტომ ისინი სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს იღონებენ.

ივანიშვილის დეპუტატების განცხადებით, თუმცა, თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, „ლოგიკურად რჩება გეგმა B: სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება”

 

მსგავსი სიახლეები