თელავში მომხდარი ინცინდენტი - ქალი დეპუტატები ვახტანგ გომელაურს სადეპუტატო კითხვით მიმართავენ
ყვარელში მომხდარი ინცინდენტი - ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები: თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე და ანა ბუჩუკური - შინაგან საქმეთა მინისტრს სადეპუტატო კითხვით მიმართავენ.
თეონა აქუბარდიას თქმით, ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციისა და პიკეტირების პროცესში ჩართულები იყვნენ ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფები „ალტ ინფო“ და „კონსერვატიული მოძრაობა“.
მისი თქმით, ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებენ თავის ჩანაფიქრს ისე, რომ შსს ამას უყურებს და ხელს არ უშლის.
მივმართეთ ახლად შექმნილ საგამოძიებო სამსახურს, ასევე შსს-ს, დაიწყეს თუ არა მოკვლევა ამ ფაქტზე. ასევე საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო თუ არა გამოძიება, რადგან ლევან ბერძენიშვილს შეეზღუდა კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების უფლება, ხოლო აუდიტორიაში შეკრებილ სტუდენტებს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ამ უფლებების დასაცავად ვერ ვნახეთ პოლიციელთა ქმედებები. ჩანს, რომ ეს არის ტენდენცია 5 ივლისიდან მოყოლებული, როცა შსს ძალადობრივ, პრორუსულ ექსტრემისტულ ჯგუფებს აძლევს თავისუფალი მოქმედების საშუალებას ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ და ამ დროს პოლიციელებმა, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, არაფერი გააკეთეს ადამიანთა კონსტიტუციური უფლებების დასაცავად“, - თქვა აქუბარდიამ.
ლევან ბერძენიშვილი ყვარელში ლექციაზე არ შეუშვეს. ,,ქართული ოცნების" მიერ მართული ,,ალტ ინფოს" აქტივისტები ბერძენიშვილს აგინებდნენ და უყვირდნენ.
აგრესიულად განწყობილი ჯგუფი სკანდირებდა სიტყვებს "ერეკლე ჩვენი პაპა იყო". იქვე იდგნენ სამართალდამცველები, მაგრამ რეაგირება არც უფიქრიათ.