განაჩენი 5 ივლისის საქმეზე - ლექსო ლაშქარავას დედის პირველი კომენტარი

16.01.23 15:06
განაჩენი 5 ივლისის საქმეზე - ლექსო ლაშქარავას დედის პირველი კომენტარი

5 ივლისის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას "ტვ პირველის" მოკლული ოპერატორის დედა ეხმიანება.

თინათინ კახიძე ლექსო ლაშქარავას მიმართ ხელისუფლების ცილისწამებას იხსენებს და ამბობს, რომ პროცესები აღარ აინტერესებს, რადგან მის შვილს ვეღარვინ გააცოცხლებს. 

რაც გაუკეთეს ჩემს შვილს? მოკლეს- მოკლეს... ხომ თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკვდა. რა გაუკეთეს?! არ ვიცი, ეს ვის ტვინში მოიხარშა ეს მოტაცება, ასე ძაღლივით თრევა...

ბოლოს ჩამოყალიბებულ ნარკომანად გამოაცხადეს... არც პროცესი მინახავს... არ მაინტერესებს... ჩემი შვილი მკვდარია, იმას ხომ ვერავინ გააცოცხლებს?... რაც უნდათ, ის გააკეთონ, - ამბობს თინათინ კახიძე. 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, დავით კუტალაძე, ოთარ გელაშვილი, ცოტნე ჩიხლაძე და გია გიგუაშვილი დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზების მუხლი მოუხსნა. 

მოძალადეებს სასჯელი შეუმცირეს და ყველა მათგანს 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

 

მსგავსი სიახლეები