თელავში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს - ალაზნის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული
თელავში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს - ალაზნის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ფაქტი უბედურ შემთხვევას უკავშირდება.
ირკვევა, რომ ქალი ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა. 30 წლამდე ქალის ცხედარი მეზობლებმა იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მას დაზიანების კვალი არ აღენიშნეა.
მომხდარის ორი სავარაუდო ვერსია განიხილება - თვითმკვლელობა და გაზის გაჟონვა.
გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.