წერილი ვანო მერაბიშვილს - დაპირისპირება ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციაში

19.01.23 11:20
წერილი ვანო მერაბიშვილს - დაპირისპირება ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციაში

დაპირისპირება ,,ნაციონალურ მოძრაობაში ახალ განზომილებაში გადადის - ორ ბანაკად დაყოფილ პარტიაში  დაწყებულმა ურთიერთბრალდებებმა ცენტრალური ოფისიდან რეგიონებში გადაინაცვლა.

ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენელი, მირდატ ქამადაძე, ამტკიცებს, მან ვანო მერაბიშვილს თანამშრომლობაზე უარი წერილობით განუცხადა, მას კი პასუხი გაუყალბეს და  რეგიონულ შეხვედრაზე პარტაქტივს დააჯერეს, რომ თითქოს ქამადაძეც ხაბეიშვილის მხარდამჭერებში მოიაზრებოდა. 

მირდატ ქამადაძის ინფორმაციას ადასტურებს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე, ნოდარ დუმბაძე, რომელიც აცხადებს, რომ მსგავსი მეთოდებით ბრძოლის წინააღმდეგია. 

აღნიშნული წერილის შინაარსი და წერილი იქნა საჯარო შეხვედრაზე წაკითხული დამახინჯებული ფორმით, მოკლედ რომ ვთქვათ, ტექსტები იქნა ამოღებული. 

ჩემთვის მიუღებელია აღნიშნული ქმედებით ადამიანებთან საუბარი - განაცხადა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარემ,  ნოდარ დუმბაძემ.

,,ნაცმოძრაობის" ბათუმის ოფისის წარმომადგენელმა, მირტად ქამადაძემ ,,ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ  ვანო მერაბიშვილმა მას  შუამავლი მიუგზავნა და ხაბეიშვილის სასარგებლოდ მუშაობა შესთავაზა. 

მსგავსი სიახლეები