მიზანმიმართული პროპაგანდა და ზეწოლა საქართველოზე - კალაძე დაანონსებულ სანქციებზე
"სი-ენ-ენ"-ის ეთერიდან დაანონსებულ სანქციებს, რომელიც შესაძლოა საქართველოს დაუწესდეს, კახა კალაძე ქვეყანაზე ზეწოლას და მიზანმიმართულ პროპაგანდას უწოდებს.
თბილისის მერი ამბობს, რომ ხშირია ბრალდებები საქართველოს მისამართით, რომ თითქოს ჩვენი ქვეყანა ვიღაცას რაღაცაშ ეხმარება, თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.
ეს არის მიზანმიმართული პროპაგანდა და ზეწოლა საქართველოზე. იცით, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ დაცული იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესებსი. ხშირია ბრალდებები და ხშირია მიზანმიმართული პროპაგანდა, თითქოს საქართველო ვიღაცას რაღაცაში ეხმარება, მაგრამ როდესაც ვსაუბროთ ფაქტებზე, ფაქტები არის ნული", - ამბობს კალაძე
სი-ენ-ენის ეთერიდან დაანონსებული სანქიცების შემდეგ, კალაძემდე განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადება შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.
კობახიძემ, თქვა, რომ CNN-ზე ტყუილი ვრცელდება და არსებობს სერიოზული ძალა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ხელოვნურ პრობლემებს უქმნის.