CNN „ტვ პირველი“ ან „მთავარი“ ხომ არ არის?! - გურამ მაჭარაშვილი

19.01.23 15:40
CNN „ტვ პირველი“ ან „მთავარი“ ხომ არ არის?! - გურამ მაჭარაშვილი

კობახიძის თავდასხმას CNN-ზე, არც ივანიშვილის დეპუტატები ჩამორჩნენ.

გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ CNN „ტვ პირველი“ ან „მთავარი“ ხომ არ არის, რომ ოპოზიციის მხარდაჭერით იყოს დაკავებული. 

ეს ხომ არ არის „ტვ პირველი“ ან „მთავარი“, რომელიც დაინტერესებულია რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერით. ეს არის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო მედია საშუალება. გლობალური ომის პარტიის პატრონები უკვე იმ დონეზე ახდენენ ზეწოლას საქართელოზე და საქართველოს ხელისუფლებაზე, იმიტომ რომ ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია პრაქტიკულად არის განადგურებული“, - ამბობს მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, "ოცნებისა" და "ხალხის ძალის" მწვავე რეაქცია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემის ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა.

CNN-ის ჟურნალისტის კითხვა რუსეთს შეეხებოდა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით,  სანქციებისგან გვერდის ავლას საქართველოს გავლით ახერხებს.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, განაცხადა, რომ ევროკავშირი ასეთი შემთვევებისთვის სანქციების მეათე პაკეტს ამზადებს.

მსგავსი სიახლეები