ეს საქმე დაუბრუნდება სასამართლოს - მალხაზ მაჩალიკაშვილის პირველი კომენტარი
პანკისის ხეობაში ჩატარებული ოპერაციის დროს სპეცრაზმელების მიერ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ კმაყოფილია და გეგმავს, რომ აღნიშნული საქმე სასამართლოში დააბრუნოს.
ჩემი მოლოდინი გამართლდა, მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ევროპული სასამართლო იძახის, ამ საქმეში ძალიან ბევრი დარღვევაა და საქმე ეფექტურად არ არის გამოძიებული.
სულ მთლიანად რომ არ გავმართლებულიყავით ევროპულ სასამართლოში, არ მოგვანიჭეს დაზარალებულის სტატუსი, რათა ის დარღვევები, რაც იყო საქმეში, ჩვენ არ გაგვესაჩივრებინა.
ეს საქმე დაუბრუნდება სასამართლოს, რა თქმა უნდა, მაგას გავაკეთებთ, ვიბრძოლებთ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სახელმწიფოს მის სასარგებლოდ 25 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.