ნიკა მელია რომ არ დაეკავებინათ, უბრალოდ, არ შეიძლებოდა - სოზარ სუბარი

05.03.21 15:17
 ნიკა მელია რომ არ დაეკავებინათ, უბრალოდ, არ შეიძლებოდა -  სოზარ სუბარი

ნიკა მელიას დაკავების თემაზე შეკითხვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს არა საპარლამენტო ოპოზიციის, არამედ , ქართული ოცნების" წევრმა, სოზარ სუბარმა დაუსვა. სუბარს მიაჩნია, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის დაკავება გადაუდებელი აუცილებლობა და უმაღლეს დონეზე ჩატარებული ოპერაცია იყო.

 

მთელი საქართველო და არა მარტო, პირდაპირ ეთერში უყურებდა ნიკა მელიას დაკავების კადრებს  და შემიძლია, ყოველგვარი თამაშის გარეშე ვთქვა, ეს იყო უმაღლეს პროფესიულ დონეზე შესრულებული ოპერაცია, როცა არც ერთ ადამიანს არ მიუღია ფიზიკური დაზიანება. ყოველ შემთხვევაში სერიოზული დაზიანება.  პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე ისმის ხშირად კითხვა: საჭირო იყო, უნდა მომხდარიყო, რა შანსი ჰქონდა სამინისტროს,  რომ აღესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილება რაიმე სხვა ფორმით. იმ კითხვას, რომ არ უნდა აღესრულებინათ, არ ვსვამ, რადგან ეს უბრალოდ არ შეიძლებოდა, - განაცხადა სოზარ სუბარმა პარლამენტში.

 

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა კითხვით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, რამდენად რეალურია ინფორმაცია,  რომ ნიკა მელიას დაკავებაში 3 ათას ხუთასი კაცი მონაწილეობდა. სოზარ სუბარს მიაჩნია, რომ ეს არარეალური და მითიური რიცხვია.

 

მსგავსი სიახლეები