კეზერაშვილის ნაჩუქარი ავტომობილი ენმ-ში დავის საგანი გახდა - პარტიაში ახალი დაპირისპირებაა
დავა ნაჩუქარი მანქანის გამო - ორი წლის წინ დავით კეზერაშვილის მიერ მელიასთვის გაგზავნილი ავტომობილი დღეს ენმ-ში ახალი დაპირისპირების საგანი გახდა. ხაბეიშვილის ფლანგმა მოქმედ თავმჯდომარეს დღეს სწორედ ეს ძღვენი წამოაძახეს.
ირკვევა, რომ "ტოიოტას" ჯიპი ახლა პარტიის ავტოსადგომზე დგას და ის ნიკა მელიას სახელზე გაფორმებული არ არის.
პარტიის საორგანიზაციო მდივნის, ბაჩო დოლიძის, განცხადებით, დავით კეზერაშვილის წარმომადგენელს ავტომობილის დაბრუნება მან პირადად სთხოვა, თუმცა შეთავაზებაზე უარი მიიღო.
ცნობილია, რომ "ტოიოტას" ჯიპი კეზერაშვილმა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ გამოუგზავნა.
რა ხდება ყველაზე დიდ ოპოზიციური პარტიაში, ნახეთ რეპორტაჟში.