პრეზიდენტის განცხადებებს მიზანმიმართულად ამახინჯებენ - ზურაბიშვილის საპასუხო ცეცხლი "ოცნებას"
სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი კობახიძეს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. პრეზიდენტი "ოცნებას" მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ მოქმედებაში ადანაშაულებს.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთვევა, როცა მის განცხადებებს არასწორად ავრცელებენ და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ,
საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას ქვეყნის დაზიანებულ რეპუტაციაზე მუშაობას ურჩევს.
ახალი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კობახიძემ სალომე ზურაბიშვილი სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.
პარტიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ დეზინფორმაციის გავრცელებაში საქართველოს პრეზიდენტი CNN-მა აიყოლია. დღის ბოლოს კი "ოცნების" ბოსმა მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული მედიის წინააღმდეგ იერიში უკვე სტრასბურგიდანაც მიიტანა. კობახიძე თავს ესხმის ყველას, ვინც ეჭვობს, რომ საქართელო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
კიდევ რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა, ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.