"სააკაშვილი სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს" - პროცესზე კიდევ ერთი მედიკოსი გამოიკითხა

23.01.23 20:19
"სააკაშვილი სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს" - პროცესზე კიდევ ერთი მედიკოსი გამოიკითხა

"სააკაშვილი საოპერაციოა და მისი ამ მდგომარეობაში გაჩერება სახიფათოა" - კიდევ ერთი ექიმი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეზიდენტს სასწრაფო ქირურქგიული ჩარევა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. დაზიანება კი, რომელიც სააკაშვილს ზურგის ტვინზე აქვს მექანიკური ტრავმით არის გამოწვეული.

გელა მენთეშაშვილმა სასამართლო პროცესზე დღეს დაზიანების მიღების დრო და ადგილიც დაასახელა. ეს მოხდა იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი ძალის გამოყენებით  საპატიმროში გადაჰყავდათ. 

პენიტენციური სამსახური ამაოდ ცდილობდა ტრავმა სააკაშვილის დაკავებამდე პერიოდისთვის დაეკავშირებინა, თუმცა ექიმის პასუხი ამ კითხვაზე ამომწურავი იყო.

რატი ბრეგაძის ადვოკატებმა ეჭვი პრეზიდენტის იმ ბიოლოგიურ ნიმუშებზეც გამოთქვეს, რომელიც დღეს სასამართლოს წარედგინა. ადვოკატები იმის დადასტურებას ითხოვდნენ, რომ ეს ნამდვილად სააკაშვილის ნიმუშები იყო.

პროცესი კი უკვე ფინალისკენ მიდის. მომავალ სხდომაზე კიდევ 5 მოწმის დაკითხვა იგეგმება. 

უფრო ვრცლად ნახეთ რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები