"თუკი რამე უკადრებელი იყო, ყველაფერი იკადრეს" - ბაჩო დოლიძე ხაბეიშვილის ფლანგზე

24.01.23 11:06
"თუკი რამე უკადრებელი იყო, ყველაფერი იკადრეს" - ბაჩო დოლიძე ხაბეიშვილის ფლანგზე

"თუკი რამე უკადრებელი იყო, ყველაფერი იკადრეს" - ასე ეხმიანება ნიკა მელიას თანამოაზრე, ბაჩო დოლიძე, ლევან ხაბეიშვილის ფლანგის ბრალდებებს.

საუბარია ნიკა მელიასთვის დავით კეზერაშვილის ნაჩუქარ "ტოიოტას" ჯიპზე, რომელსაც ახლა ხაბეიშვილის თანამოაზრეები მოქმედი თავმჯდომარის წინააღმდეგ კომპრომატად იყენებენ.

ოპოზიციის წევრის განმარტებით, აღნიშნული ავტომობილის დაბრუნება არერთხელ სცადეს, თუმცა თავდაცვის ყოფილმა მინისტრა ის არ დაიბრუნა. 

ორჯერ იყო მცდელობა აღნიშნული მანქანის მიბრუნების. ოღონდ ეს მიბრუნება, სწორად გამიგეთ, ძალიან უხერხული ვითარებაა, იმიტომ, რომ იმ მხარეს, რომელსაც უბრუნებ, თვითონ გრძნობენ უხერხულობაში თავს და მე არც დავმალე გუშინ, რომ ერთ-ერთ ჩემს მეგობარს, დიმა ჩიქოვანს, მე პირადად დავუკავშირდი, ვთხოვე, რომ მანქანას უკან მოგიყვანენ-თქო და იმდენად შეურაცხყოფილად აღიქვა ეს ყველაფერი, პირიქით, აქეთ ბოდიშები ვუხადე. ყველაფერს ველოდები მაგ ხალხისგან, იმიტომ, რომ თუკი რამე უკადრებელი იყო, მართლა ყველაფერი იკადრეს უკვე, - თქვა დოლიძემ. 

მსგავსი სიახლეები