რა ვითარებაა საკრებულოებში, სადაც ოპოზიციამ უმრავლესობა მოიპოვა - "ევროპული საქართველოს" ბრიფინგი

24.01.23 11:21
რა ვითარებაა საკრებულოებში, სადაც ოპოზიციამ უმრავლესობა მოიპოვა - "ევროპული საქართველოს" ბრიფინგი

"ევროპული საქართველო" "ნაციონალურ მოძრაობას და "საქართველოსვის" საზოგადოების ინტერესების უგულებელყოფასა და უმოქმედობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პარტიის ლდიერმა გიგა ბოეკრიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ბოკერიას თქმით, პარტია დაინტერესდა, რა გააკეთეს აღნიშნულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ის საკრებულოებშ, სადაც უამრავი დარღვევების მიუხედავად, უმრავლესობა მოიპოვეს.

ოპოზიციის ლიდერის განცახდებით, ამ თვალსაზრისით უმძიმესი სურათი გამოიკვეთა. 

ჩვენ ყველანი ვხედავთ დიდი ხანია, რომ ივანიშვილის რეჟიმი უკანონო-ძალადობრივ და ცინიკურ მეთოებთან ერთად ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებს იმ არგუმენტს თავის პროპაგანდაში, რომ ამ რეჟიმის ოპონენტებს და ის აზოგადებს მთელს ოპოზიციას, შეუძლია მხოლოდ თავდასხმა რეჟიმზე და არ აქვს უნარი, რომ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, არა მარტო ქვეყნის მართვის თვალსაზრისით, არამედ იქ, სადაც აქვს ეფექტური ინსტრუმენტები და ამ ყველაფერში, ვიმეორებ, ის ყველა ოპოზიციური პარტიას ერთ საერთოში ზილავს და ამ ყველაფერს არქმევს ხოლმე ხშირად „ნაცმოძრაობის“ სახელს. 

ამიტომ, ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ იმაზე, თუ როგორ იქცევიან ცალკეული პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით ისინი, ვინც დღეს უფრო მსხვილი მხარდამჭერით სარგებლობს ხელისუფლების ოპონენტების, „ნაცმოძრაობის“ პირველ რიგში, იმისთვის, რომ რეჟიმს გავურთულოთ ამოცანა, რომ ყველანი ერთ საერთო ქვაბში მოგვზილოს და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ უმოქმედობა ან უპასუხისმგებლობა მიწეროს ყველას და ამით დაინერგოს უიმედობა ან ნიჰილიზმი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვისაც სურს ამ რეჟიმის შეცვლა.

ჩვენ დავინტერესდით, როგორ იქცევიან ის ოპოზიციური პარტიები, სადაც ამომრჩევლების ნებით მათ მოიპოვეს უმრავლესობა საკრებულოებში. მიუხედავად დარღვევების, ძალადობის, უამრავი ძალადობის ფაქტისა, ჩვენი მოქალაქეების წყალობით არის სულ ორი საკრებულო დარჩენილი დღეს საქართველოში, სადაც უმრავლესობა აქვს, ამ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ძალიან მნიშვნელოვანია დემონსტრირება იმისი, როგორ იქცევიან ისინი ასეთ შემთხვევაში, სადაც ეს უმრავლესობა აქვს, ამ შემთხვევაში, „ნაცმოძრაობას“ და გახარიას პარტიას. დგამენ თუ არა ისინი იმ მინიმალურ ნაბიჯებს, რომელსაც ვერ დგამენ პარლამენტში, სადაც მაინც რჩებიან. ამ თვალსაზრისით ჩვენ მივიღეთ უმძიმესი სურათი, სრული უგულებელყოფის ჩვენი საზოგადოების ინტერესის და საკუთარი მოვალეობების, - განაცხადა ბოკერიამ. 
 

მსგავსი სიახლეები