საქართველოს სტატუსის მისაღებად სერიოზული სამუშაოების ჩატარება სჭირდება - განცხადებები ბრიუსელში
საქართველოს სტატუსის მისაღებად სერიოზული სამუშაოების ჩატარება სჭირდება - ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს ისევ რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ. განცხადებები ბრიუსელში გაკეთდა.
ლიეტუვის, ჩეხეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პირდაპირ ამბობენ, რომ კანონის უზენაესობა, პოლარიზაცია და სხვა პრობლემები ის ფაქტორებია, რომელიც საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელი გარემოება იქნება.
გზა ევროკავშირისკენ ობიექტურია, უნდა გადაიდგას ობიექტური ნაბიჯი, გატარდეს რეფორმები, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. თუ ეს შესრულდება, დაეხმარება საქართველოს წინსვლაში. ჩვენ გვინდა ვნახოთ, როგორ ერგება ქვეყანა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას. ზოგ შემთხვევაში საქართველოს ყველაფერი არ გაუკეთებია. მინდა ეს საკითხი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაწყდეს, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.