სათამაშო ტანკები და ჯარისკაცები ოპოზიციას - "ოცნების" პერფორმანსს ოზურგეთის საკრებულოში დაპირისპირება მოჰყვა
ხელისუფლების საჩუქარი ოპოზიციას - "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ოპოზიციას სათამაშო ტანკები, ჯარისკაცები და საბრძოლო ტექნიკა აჩუქეს. ჩინური სათამაშოები "ოცნების" დეპუტატებმა ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე სიმბოლურად ენმ-ში არსებული დაპირისპირების გამო მიიტანეს.
სათამაშო ტანკები მინდა გადავცე მათ იმისთვის, რომ ერთმანეთში იომონ. სხვა მეტი არაფერი დარჩენიათ. ეს ტანკები წაუღეთ მელიას, მელია-კუდაგრძელიას, რომელსაც ვერ გაურკვევია, რა უნდა, - თქვა "ოცნების" წევრმა სხდომაზე.
ხელისუფლების დაგეგმილ პერსფომანსს საკრებულოს სხდომის ჩაშლა და ხმაური მოყვა. ოპოზიციამ "ოცნებას" ურჩია, ტანკები და საბრძოლო ტექნიკა უკრაინისთვის გადაეცა. დარბაზში პოლიცია იყო მობილიზებული.
კიდევ ერთი ხელჩართული ჩხუბი ხელფასების გაზრდის საკითხმა გამოიწვია. გაირკვა, რომ საკრებულოს თავმდომარეს ნაზღაურება 2000 ლარზე მეტით ეზრდება, ხელფასები ემატებათ მერს და მოადგილეებსაც, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.
განსხვავებული აზრის გამო აქ პოლიცია უნდა შემოვარდეს და ხელებგადაგრეხილი გაგიყვანოს?! ესაა რეჟიმისა სახე, რაც დღეს აქ ხდება!, - თქვა ოპოზიციის წარმომადგენელმა.
"პირველები" დაინტერესდა, რატომ არ ჰქონდა რეაგირება "ოცნების" პროვოცირებაზე საკრებულოს თავმჯდომარეს. თავმდჯომარემ კითხვას კითხვითვე უპასუხა.
ყველა სხდომაზე ასე ხდება... გიკითხავთ, როდესმე რატომ აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“ ამას?, - უთხრა "პირველებს" ოზურგეთის საკრებულოს თავმდჯომარემ.