ხალხს ჯერ ცხელ შემოდგომას ჰპირდებოდნენ, მერე ბიძინას დამარცხებას, დაამარცხეს? - ანა ბუჩუკური ახალ ოპოზიციურ გაერთიანებაზე
ექსპრემიერის გუნდი ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს "ქართულ ოცნებასთან" კავშირში ადანაშაულებს. ახალ ოპოზიციურ ერთობაზე გახარიას პარტიამ იერიში 24 თებერვალს დაანონსებული აქციის გამო მიიტანა.
24 თებერვლის აქციას გახარიას გუნდი არ დაესწრება. პარტია ,,საქართველოსთვის" პროტესტის ორგანიზატორებს ხელისუფლების მაშველ რგოლად აცხადებს და ეროვნული მოძრაობის იდეის დაკნინებაში, ასევე, ამომრჩევლის მოტყუებაში ადანაშაულებს.
როცა ერთიანობაზეა საუბარი, ერთიანობა ვისთან? ერთიანობა იმ ადამიანებთან, ვინც ,,მესამე ძალა" დაირქვა, მერე - ,,შარლ მიშელი" და მერე- ,,გაუქმებულია, გაუქმებულია"?!
ჯერ ხალხს ცხელ შემოდგომას ჰპირდებოდნენ, მერე ბიძინას დამარცხებას, დაამარცხეს?
როცა ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებ და თან ამას ეროვნულ გამანთავისუფლებელ მოძრაობას არქმევ, არ შეიძლება, ყველაფრის გაუფასურება მოახდინო. ამით კი რეალურად ხელს უწყობ და აძლიერებ ,,ქართულ ოცნებას". - აცხადებს გახარიას გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური.