უკრაინა საქართველოდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს
უკრაინა საქართველოდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.
კასიანოვის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი რუსეთი საქართველოსთან პირდაპირ ფრენებს აღადგენს, რაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინების გაზრდასთან არის კავშირში.
თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შედეგად ქვეყანაში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი მოიმატებს, ამ შემთხვევაში ჩვენი საელჩო არ გამორიცხავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორებს მიმართოს, რათა მოხდეს უკრაინელების მასობრივი ევაკუაცია საქართველოდან.
ხაზს ვუსვამ ერთ გარემოებას, ევაკუაცია მხოლოდ მაშინ განხორციელდება, თუ უკრაინის მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას შეექმნება რეალური საშიშროება. ასეთ დროს ჩვენ გულხელდაკრეფილი არ ვიქნებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. ეს ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენ ევაკუაციის შესაძლო მარესრუტებს უკვე განვიხილავთ - განაცხადა დიპლომატმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა პრეს-კონფერენციაზე 18 იანვარს განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგეს.