ხაბეიშვილის კამპანია ჭორაობაზეა აგებული - აკო მინაშვილი

24.01.23 15:22
ხაბეიშვილის კამპანია ჭორაობაზეა აგებული - აკო მინაშვილი

ნიკა მელიას თანამოაზრე აკო მინაშვილი ლევან ხაბეიშვილს საარჩევნო კამპანიას უწუნებს და ამბობს, რომ ის  ჭორაობასა და სიცრუეზეა აგებული. ენმ-ს წევრი მოქმედი თავმჯდომარის მსგავსად ირწმუნება, რომ ხაბეიშვილის უკან რეალურად მერაბიშვილი და  კეზერაშვილი დგანან, რომლებიც ნიკა მელიას მიუღებელი მეთოდებით ებრძვიან. 

ნიკა მელიამ რამდენჯერმე უკვე მკაფიოდ განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან ხაბეიშვილის კამპანიას მართავს არა ლევან ხაბეიშვილი და მის მიერ განსაზღვრული ადამიანები, არამედ მას მართავენ არაფორმალურად ადამიანები, ვისაც არ აქვს პირდაპირი ანგარიშვალდებულება ამომრჩეველთან, მალულად, ფარდის უკან, კულუარულად, რაც არის შეურაცხყოფა ამომრჩევლის. მათი კამპანია იმართება ერთის მხრივ ვანო მერაბიშვილის მხრიდან, მეორეს მხრივ, დავით კეზერაშვილის მხრიდან. ეს არის ყველაზე ცუდი. აქ პიროვნულ საკითხზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ ფორმაზე და მეთოდზე, რა მეთოდითაც ისინი მოქმედებენ, აწარმოებენ კამპანიას. ის, რომ ფარული, გაყალბებული, დაჭრილი ჩანაწერების გავრცელება დაიწყეს, ჯერ ინდივიდუალურად და შემდეგ უკვე საჯაროდ, ეს უკვე არის მიუღებელი. ეს რაღაცა ისტორია ავტომობილთან დაკავშირებით დაიწყეს ისევ ლევან ხაბეიშვილის გუნდის წარმომადგენლებმა. ძალიან სამწუხაროა, თან ასეთი არასწორი ფორმით. არაადექვატურია, როცა ისინი საუბრობენ ჭორაობაზე, როცა სინამდვილეში მათი კამპანიაა ჭორაობაზე აგებული, - თქვა მინაშვილმა.  

მსგავსი სიახლეები