დავით კეზერაშვილის საქმეზე შემდეგი სხდომა სააპელაციო სასამართლოში 16 თებერვალს გაიმართება

24.01.23 16:13
დავით კეზერაშვილის საქმეზე შემდეგი სხდომა სააპელაციო სასამართლოში 16 თებერვალს გაიმართება

,,ფორმულას" დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის საქმეზე შემდეგი სხდომა სააპელაციო სასამართლოში 16 თებერვალს, 15:00 საათზე, გაიმართება.

სასამართლომ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

პროცესზე ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს, მათ შორისაა მოწმეთა გამოკითხვა, რომლებიც ადასტურებენ, რომ აგვისტოს ომამდე წვრთნები ნამდვილად ჩატარდა.  

უფლებადამცველები გენერალური შტაბის მაშინდელ ხელმძღვანელის ზაზა გოგავას, სამხედრო ჯარების სარდალ მამია ბალახაძის (ის ახლაც უწყების თანამშრომელია)  და მინისტრის მაშინდელი მოადგილის ვერა ძნელაძის დაკითხვას მოითხოვდნენ, ძნელაძე შესყიდვებზე იყო პასუხისმგებელი. 

სააპელაციომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

კეზრაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტრო დავობს - ყოფილ მინისტრს უწყებისთვის მატერიალური ზიანის მიყენებას ედავებიან და ზარალის კომპენსაციას ითხოვენ. 

მსგავსი სიახლეები