ჩასაფრებულები, დაბოღმილები - ვაშაძე კრიტიკოსებზე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას კიდევ ერთხელ ეხმაურება და ამბობს, რომ "საქართველომ ცივილიზებულ სამყაროს უნდა უჩვენოს, სად დგას ქვეყანა".
ვაშაძე სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კრიტიკას არ იღებს და აღნიშნავს, რომ გაუგებარია, "რატომ დაიბოღმნენ კონკრეტული ადამიანები"
სიტყვებზე გამოკიდება ბავშვური დამოკიდებულებაა, ძალიან მკაფიოდ, კონკრეტულად გეუბნებით - 24 თებერვალი ეს არის დღე, როცა საქართველომ ცივილიზებულ სამყაროს უნდა უჩვენოს სად ვდგავართ ჩვნ. 24 თებერვლის აქციის სახელწოდებაა - "ეს არის საქართველო, დიდება გმირებს". აქიდან გამომდინარე, თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს ამ გზავნილებთან დაკავშირებით, მზად ვარ, მოვუსმინო. არსებიბენ კრიტიკოსები და კრიტიკას ჩვენ ყოველთვის მოვისმენთ და არსებიბენ ჩასაფრებულ დაბოღმილი კატეგორია ადამიანების. რატომ არიან დაბოღმილები მე არ ვიცი. მინდა, რომ 24 თებერვალი ერთი დიდი ეროვნული თანხმობის დღე იყოს"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პარტია ,,საქართველოსთვის" პროტესტის აქციის ორგანიზატორებს ხელისუფლების მაშველ რგოლად აცხადებს და ეროვნული მოძრაობის იდეის დაკნინებაში, ასევე, ამომრჩევლის მოტყუებაში ადანაშაულებს.