როდესაც პარტიის თავმჯდომარეს ოლიგარქი ჩუქნის ავტომობილს, ეს მკაცრად ისჯება - კობახიძე ენმ-ზე

24.01.23 18:52
როდესაც პარტიის თავმჯდომარეს ოლიგარქი ჩუქნის ავტომობილს, ეს მკაცრად ისჯება - კობახიძე ენმ-ზე

არგი შედეგით დასრულდება გახლეჩის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, „ნაცმოძრაობაში“, კარგი შედეგით ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული დემოკრატიისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება აუცილებელია ქვეყანაში პოლარიზაციის შესამცირებლად.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებით კმაყოფილია. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა აუცილებდალდ დასისტედდება". 

"ყველა შემთხვევაში კარგი შედეგით დასრულდება გახლეჩის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს „ნაცმოძრაობაში“, კარგი შედეგით ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული დემოკრატიისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე პარტიაში ავტომობილის თემასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ "ეს სკანდალური თემაა".

 კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა „შავი ფულის" ტრიალი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის არალეგალური დაფინანსება, რომლითაც, ალბათ, უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. როდესაც პარტიის თავმჯდომარეს ოლიგარქი ჩუქნის ავტომობილს, ეს არის, რა თქმა უნდა, არალეგალური პარტიული დაფინანსება, რაც ისჯება საკმაოდ მკაცრად ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით. ვნახოთ, რა პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები