კეზერაშვილის ნაჩუქარი ავტომობილი - ენმ-ში აუდიტის სამსახური შედის

24.01.23 20:08
კეზერაშვილის ნაჩუქარი ავტომობილი - ენმ-ში აუდიტის სამსახური შედის

კეზერაშვილის ნაჩუქარი ავტომობილის ირგვლივ აგორებული სკანდალი ახალ ფაზაში შედის - რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა, რომ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში  აუდიტის სამსახური შედის.

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ხაბეიშვილის გუნდის საჯარო განცხადებებზე მაკონტროლებელი ორგანო მოკვლევას იწყებს.  "სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება" - აცხადებენ აუდიტის სამსახურში. დიდი ალბათობით მოკვლევის საგანი მხოლოდ ავტომობილი არ იქნება და პარტიის ფინანსებსაც შეამოწმებენ. 

ენმ-ში მიმდინარე პროცესებით კმაყოფილია "ქართული ოცნება" ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში შავი ფული ტრიალებს".

ხაბეიშვილის გუნდი დღეს კეზერაშვილის მიერ ნაჩუქარ ავტომობილზე კითხვებს უკვე თავს არიდებდა.  

 

მსგავსი სიახლეები