თბილისსა და კიევს შორის ახალმა დიპლომატიურმა სკანდალმა იფეთქა - რა გახდა ახალი დაპირისპირების მიზეზი

24.01.23 20:19
თბილისსა და კიევს შორის ახალმა დიპლომატიურმა სკანდალმა იფეთქა - რა გახდა ახალი დაპირისპირების მიზეზი

საქართველოდან შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყოს. ეს იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ჩვენს ქვეყანასთან პირდაპირ ფრენებს აღადგენს. უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ ეს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოდინებას  გამოიწვევს, რაც უკრაინელებისთვის დიდი საფრთხის შემცველია.

"უკრაინის ხელისუფლებისთვის  პრიორიტეტი მისი მოქალაქეების  სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვაა, ამიტომ თუ საფრთხე გაჩნდება, ჩვენ გულხელდაკრეფილი არ  ვიქნებით"- ამბობს კასიანოვი, რომელიც ადასტურებს, რომ უკვე განიხილება უკრაინის მოქალაქეების  ევაკუაციის შესაძლო მარშრუტები.

უკრაინელი დიპლომატის ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში კი კასიანოვზე იერიში ირაკლი კობახიძემ მიიტანა. "ოცნების" თავმჯდომარემ უკრაინელ დიპლომატის განცხადბებს სამარცხვინო უწოდა. 

 

მსგავსი სიახლეები