გახარიას გუნდმა ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას სამეული "ოცნების დამხმარე პარტიებად გამოაცხადა - დაპირისპირება ოპოზიციაში

24.01.23 20:29
გახარიას გუნდმა ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას სამეული "ოცნების დამხმარე პარტიებად გამოაცხადა - დაპირისპირება ოპოზიციაში

ოპოზიციურ ფრონტზე დიდი არეულობაა - ამჯერად განხეთქილების  მიზეზი 24 თებერვალს დაანონსებული აქცია გახდა. ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას და საზოგადოების წარმომადგენლების მიერ ინიცირებულ აქციას გიორგი გახარიას გუნდი უპირისპირდება. "ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის იდეის დაკნინება და ფუჭი მოლოდინების გაჩენა ხალხში" - ეს ბრალდებები ისმის აქციის ორგანიზატორების მისამართით. გახარიას თანაგუნდელები თვლიან, რომ ეს პროცესი საბოლოოდ ოლიგარქის სასარგებლოდ დასრულდება. 

"ჩასაფრებულები და დაბოღმილები" - ასე პასუხობს გიორგი ვაშაძე გახარიას გუნდს და აცხადებს, რომ 24 თებერვალი დიდი ეროვნული თანხმობის დღე უნდა იყოს.

სხვა ოპოზიციური პარტიები კი ჯერ არ ჩქარობენ და ვაშაძე - ჯაფარიძე - ხოშტარიას სამეულისგან კონკრეტულ გზავნილებს ელოდებიან. პარტიებს კიდევ ერთი თვე აქვთ პოზიციების შესაჯერებლად.   მწვავე კრიტიკის მიუხედავად დაანონსებული დიდი შეკრება რუსთაველზე  შედგება. აქციის ინიციატორები გეგმების შეცვლას არ აპირებენ.

მსგავსი სიახლეები