კიდევ ერთი კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობა - დავით კეზერაშვილს 5 მილიონ ევროს სთხოვენ

24.01.23 20:53
კიდევ ერთი კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობა - დავით კეზერაშვილს 5 მილიონ ევროს სთხოვენ

ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელს დავით კეზერაშვილს 9 წლის წინანდელი საქმე გაუხსენეს.  ექს-მინისტრს თავდაცვის სამინისტრო უჩივის და კეზერაშვილისგან ზარალის ანაზღაურებას  5 მილიონ ევროს ითხოვს. თუ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა, არ არის გამორიცხული, დაყადაღდეს "ფორმულას" ანგარიშები, რადგან სწორედ "ფორმულაა" ერთდერთი ბიზნესი, რომელსაც  საქართველოში დავით კეზერაშვილი ფლობს. 

 ერთ შუამდგომლობაზე კეზერაშვილის ადვოკატებმა მოსამართლეებისგან უარი უკვე მიიღეს. მოსამართლეთა კოლეგიას არ სურს, დაკითხოს თავდაცვის უწყების მოქმედი და ყოფილ თანამშრომლები, რომლებიც  სავარაუდოდ იტყვიან, რომ  კეზერაშვილის მინისტრობის დროს წვრთნებისთვის განკუთვნილი თანხა არ გაფლანგულა, სამხედრო წვრთნები კი ჩატარდა. დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ  საქმე მხოლოდ დამოუკიდებელი ტელევიზიის გაჩუმებისთვის ამოქექეს და ამას   ოცნების მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული განცხადებებიც ადასტურებს.

 

მსგავსი სიახლეები