ნეპოტიზმი სასამართლოში - სად დაასაქმეს მოსამართლეებმა ოჯახის წევრები
ნეპოტიზმი სასამართლოში ანუ სად დაასაქმეს მოსამართლეებმა საკუთარი ოჯახის წევრები. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით სხვადასხვა ინსტანციაში 60 მოსამართლეა, რომელთა შვილები და მეუღლეები ასევე სასამართლო სისტემაში მუშაობენ. ხშირ შემთხვევაში მათი ოჯახის წევრების დასაქმება ან დაწინაურება სწორედ მოსამართლეების დანიშვნის შემდეგ მოხდა. ამ კვლევაში მხოლოდ ოჯახის წევრები მოხვდნენ, რადგან ახლო ნათესავები მოსამართლეების დეკლარაციაში ასახული არ არის, რაც ცალკე კვლევის საგანია.