ჩემი გამარჯვების შემდეგ, პარტიაში გენერალური მდივნის პოზიციას კირთაძე დაიკავებს - ნიკა მელია

24.01.23 21:13
ჩემი გამარჯვების შემდეგ, პარტიაში გენერალური მდივნის პოზიციას კირთაძე დაიკავებს - ნიკა მელია

შიდაპარტიულ არჩევნებში ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, პეტრე ცისკარიშვილი ენმ-ს გენერალური მდივანი ვეღარ იქნება.

"ჩემი გამარჯვების შემდეგ, ყველაზე საკვანძო პოზიციას პარტიაში, გენერალური მდივნის პოზიციას დაიკავებს გიორგი კირთაძე” - თქვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე.

მისი თქმით, გიორგი კირთაძე ქართულ პოლიტიკურ სპექტრის გამორჩეული ფიგურაა. 

ჩემი ღრმა რწმენით გიორგი კირთაძე დღეს წარმოადგენს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას, მისი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით და მინდა საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურსში, რომ ჩემი გამარჯვების შემდეგ, ყველაზე საკვანძო პოზიციას პარტიაში, გენერალური მდივნის პოზიციას დაიკავებს გიორგი კირთაძე და დარწმუნებული ვარ, ეს გახდება საწინდარი მომავალი გამარჯვებისა არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის, არამედ ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი დამეთანხმება ამ საკითხი, ნაბიჯი იქნება წინ გადადგმული, რაც იხსნის ამ ქვეყანას პოლიტიკური პატიმრებისგან და ეს ფენომენი დასრულდება ჩვენს ქვეყანაში", - თქვა მელიამ.

მსგავსი სიახლეები