მელია თანამდებობას ინაწილებს მაშინ, როცა სააკაშვილს COVID 19 დაუდასტურდა - ხაბეიშვილი

24.01.23 21:20
მელია თანამდებობას ინაწილებს მაშინ, როცა სააკაშვილს COVID 19 დაუდასტურდა - ხაბეიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელიას აკრიტიკებს. 

ხაბეიშვილმა "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა, რომ პარტიის მოქმედი თავმჯდომარე "თანამდებობას ინაწილებს, როცა მესამე პრეზიდენტს კოვიდი დაუდასტურდა": 

ჩვენ შორის განსხვავება სწორედ მიდგომებს და დამოკიდებულებებს შორის არის. დღეს კოვიდი დაუდასტურდა პრეზიდენტ სააკაშვილს, არის უმძიმეს მდგომარეობაში, ეს ადამიანი ამბობდა, რომ თუ პრეზიდენტ სააკაშვილს არ გადაიყვანდნენ, ყველაფერი ისე ვერ გაგრძელდებოდა და დღეს აგერ თანამდებობებს ინაწილებს, ნახევარი საათი არ გასულა, რაც მძიმე მდგომარეობა გამოაცხადეს პრეზიდენტ სააკაშვილის. ეს არის ზუსტად ჩემსა და მის დამოკიდებულებებს შორის სხვაობა. - თქვა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ენმ-ის გენმდივანი დავით კირთაძე იქნება. 

 

მსგავსი სიახლეები