ჩერგოლეიშვილი-ბოკერია ართმევდნენ მიშას პარტიას... კეზერაშვილზე ნუ ნერვიულობთ, თავად მოვგვარდებით - ხაბეიშვილი

24.01.23 22:00
ჩერგოლეიშვილი-ბოკერია ართმევდნენ მიშას პარტიას... კეზერაშვილზე  ნუ ნერვიულობთ, თავად მოვგვარდებით - ხაბეიშვილი

რას ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, 2016 წლის ვიდეოზე, სადაც ის დავით კეზერაშვილს, გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილს აკრიტიკებს. 

"ახლა რაც აჩვენეთ თქვენ, 2016 წელია, როცა მე პარტიაში არ ვიყავი ექვსი თვე იმის გამო, რომ ჩერგოლეიშვილი და ბოკერია ართმევდა მიშა სააკაშვილს პარტიას" - თქვა ხაბეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში. 

მისი თქმით,  2016 წელს "პარტიაზე სრული მართვა ჰქონდა აღებული ჩერგოლეიშვილ-ბოკერიას". 

"ევროპული საქართველო" როცა გავიდა ,,ნაციონალური მოძრაობიდან" 21 ადამიანით, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის საქმე" - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ინგა გრიგოლიამ გადაცემის სტუმარს, ლევან ხაბეიშვილს, მისი განცხადება შეახსენა, სადაც ამბობს, რომ "კეზერაშვილი ბიძინას საქმეს აკეთებდა, "მოიპარა მილიონები".

კეზერაშვილზე თქვენ ნუ ნერვიულობთ, მე და კეზერაშვილი თავად მოვგვარდებით - უთხრა ჟურნალისტს ხაბეიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები