საქართველოს მესამე პრეზიდენტი კვდება და ახლა დრო არის მთავარი -ბილ ბროუდერი
მაგნიტკის სიის ავტორი ლონდონში თემურ ალასანიას შეხვდა. პრეზინტის ბიძასთან შეხვედრაზე საუბარი იმ მტკიცებულებებისა და პირების შესახებ გაიმართა, ვინც მესამე პრეზიდენტის წამებაში მონაწილეობს. შეხვედრას ესწრებოდა სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატიც.
მიხეილ სააკაშვილი კვდება და ახლა დრო არის მთავარი - ამის შესახებ "მაგნიტსკის აქტის" ავტორმა, ბილ ბროუდერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ტვიტერზე დაწერა.
ე.წ. სააკაშვილის სიაში მოხვედრა ემუქრება იუსტიციის მინისტრს,, მოსამართლეებს, პროკურორებს, პენიტენციური სამსახურის მაღალჩინოსნებს და ყველას, ვინც პატიმარი პრეზიდენტის წამებასა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებში მონაწილეობს.