"ჯერ გადახტეს და "ჰოპ" მერე დაიძახოს" - ხაბეიშვილი მელიას დაანონსებულ რეორგანიზაციაზე
ნიკა მელიას მიერ დაანონსებული რეორგანიზაციას ლევან ხაბეიშვილი რეპრესიებს უწოდებს. ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი მოქმედს ურჩევს, ჯერ "გადახტეს და "ჰოპ" შემდეგ დაიძახოს.
ჯერ გადახტეს და „ჰოპ!“ მერე დაიძახოს. რომ გავიმარჯვებო, ყველას გავათავისუფლებო, იძახის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ყველას გავყრიო.
ცოტა უცნაურია, ჯერ აირჩიონ და მერე გაათავისუფლოს. ცოტა ადრე ხომ არ დაიწყო რეპრესიები და რამდენად სერიოზულია მისი მხრიდან ეს გადაწყვეტილება?
არ ვიცი, ეს მისი საქმეა, ოღონდ მე მგონია, რომ თამაშს ემსგავსება ეს დამარცხებული კანდიდატი გენერალურ მდივანს რანაირად დანიშნავს, მე არ ვიცი, - თქვა ხაბეიშვილმა.
გამარჯვების შემთხვევაში ნიკა მელიამ "ნაციონალურ მოძრაობაში" რეორგანიზაცია დაანონსა. ამის შესახებ მან გუშინ განაცხადა.
ნიკა მელიას თქმით, მისი გამარჯვების შემდეგ პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას პეტრე ცისკარიშვილი ვეღარ დაიკავებს.