იქმნება თუ არა ახალი პოლიტიკური გაერთიანება

05.03.21 16:12
იქმნება თუ არა ახალი პოლიტიკური გაერთიანება

იქმნება თუ არა ახალი პოლიტიკური ცენტრი? ,,ლელო", ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძის ,,სტრატეგია აღმაშენებელი" დღეს მეტეხის ეკლესიის ეზოში საკონსტიტუციო პროექტის ფარგლებში გაერთიანდნენ. თუმცა, არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ უარყოფდა, რომ მათი შეხედულებები ერთმანეთთან ახლოს არის და შესაძლოა, მალე ქვეყანაში ახალი პოლიტიკური გაერთიანება ვიხილოთ. მიდის თუ არა მზადება ვადამდელი საპარალემენტო არჩევნების წინ პოლიტკური ძალების გასამსხვილებლად?

შესაძლოა, ეს სამი პოლიტიკური ძალა მალე ახალ გაერთიანებაში ვიხილოთ. 

ეს არის საზოგადოებრივი ინიციატივა, რომელსაც ამ ეტაპზე შევუერთდით სამი პარტია,  ეს არის ერთად საქმის კეთების ინიციატივა, არ ვიცი, გაერთიანება რას ქვია, ჩემი ამოცანაა, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვითანამშრომლო პარტიებთან, ვისთანაც გვაქვს საერთო მიზნები, იდეები,-  აღნიშნავს ელენე ხოშტარია

დღევანდელი დღე არის ის ინიციატივა, ამ ადამიანებთან ერთად, ვინც უერთდება ამ წინადადებას, რომ მოხდეს ფუნდამენტური ცვლილება კონსტიტუციაში, დავუბრუნდეთ იმ ძირითად საკითხს, სადაც რეალურად მოგვეცეს ჩვენს ქალაქში გარემოს და რესურსების მართვის საშუალება - ამბობს ,,ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც ჩვენი პარტია უერთდება.  გვჭირდება ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილება, ბევრი ადამიანი, რომ შევქმნათ მეტი ინსტიტუცია,  რომელსაც ხალხის ნდობა ექნება. - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

მემორანდუმს ხელი სამმა პოლიტიკურმა ძალამ და საზოგადოებისთვის ცნობადმა სახეებმაც მოაწერეს. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები