2022 წელი ქართული მედიისთვის უმძიმესი იყო - არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ხმა"

26.01.23 19:53
2022 წელი ქართული მედიისთვის უმძიმესი იყო - არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ხმა"

უმძიმესი წელი ქართული მედიისთვის - ასე აფასებენ არასამთავრობო სექტორში იმ გარემოს, რომელშიც 2022 წელს მედიას მუშაობა მოუწია.

ჟურნალისტების დამცირება, მათი სტიგმაცია კვლავ მთავარი გამოწვევაა. ხელისუფლებისგან წახალისებული ფიზიკური ძალადობა, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები მედიამფლობელების მიმართ, უკანონო მოსმენები, ამ გამოწვევებთან გამკლავება  უწევს დღეს დამოუკიდებელ მედიას - აცხადებენ არასამთავრობო სექტორში. 

საქართველოში მედიას რუსული მეთოდებით ებრძვიან -  აცხადებენ კვლევის ავტორები, რომლებიც პირდაპირ პარალელს ავლებენ იმ რუსულ სცენართან, რომლის მეშვეობითაც პუტინმა მედია გააჩუმა. ცალკე გამოყოფილია ფინანსური წნეხი დამოუკიდებელ მედიაზე და ის სამართლებრივი დავები, რომელიც ხელისუფლებამ სიტყვის თავისუფლების ეგიდით დაიწყო მისთვის მიუღებელი მედიის წინააღმდეგ. 

ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.