პოლიტიკური ემიგრაცია: გარბის ყველა - ოპოზიციონერიც და სტაჟიანი მეოცნებეც

04.02.23 20:30
პოლიტიკური ემიგრაცია: გარბის ყველა - ოპოზიციონერიც და სტაჟიანი მეოცნებეც

"ქართული ოცნების" წევრები საქართველოდან გარბიან - "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ქუთაისის მერიის ზედამხედველობის, ინფრასტრუქტურის და შიდა აუდიტის სამსახურების უფროსები არალეგალური გზით, საქართველოდან ევროპაში, ევროპიდან მექსიკაში, მქესიკიდან კი უდაბნოს გავლით შეეთებულ შტატებში წავიდნენ.

ბექა ყურაშვილი ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის პოსტზე, მუშაობდა, "ქართლი ოცნების" წევრმა ყველაფერი მიატოვა და ახლა ამერიკაშია. ახლა ის ნიუ იორკში ტაქსის მძღოლად მუშაობს.

ყურაშვილთან ერთად, თანამდებობა  დატოვა რამდენიმე სამსახურის უფროსმაც. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მექსიკის გავლით ამერიკაში ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი სვანიძეც წავიდა. მან ცალმხრივი ბილეთი იყიდა და დაიბარა, რომ უკან აღარასოდეს დაბრუნებოდა. ის ახლა ნიუ იორკში კურიერის პოზიციაზე მუშაობს. ამერიკაშია "ოცნების" კიდევ ერთი წევრი, ზვიად ჯავახიაც. 

ამერიკაში ცხოვრების თავიდან დაწყებას მმართველი პარტიის წევრების გარდა ოპოზიციის რეგიონალური ლიდერებიც ცდილობენ. ასეთია გია უკლება, რომელიც ტაქსის მძღოლად დასაქმდა. 

ემიგრაციაში უკვე რამდენიმე თვეა იმყოფება ქუთაისის ყოფილი მერიც. ავტოქარხნის სამაჟორიტარო ბიუროში მუშაობის ნაცვლად ახლა ბესო ბრეგაძეს ნევადაში  ტვირთი, მაღალი გამავლობის მანქანით გადააქვს. 

ლაშა კილაბერია ბათუმის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი იყო, ის საკრებულოში ოპოზიციურ ფრაქციას ხელმძღვანელობდა. შტატებში მექსიკის უდაბნოს გავლით აღმოჩნდა.

ამერიკაში თუ ოდესმე  სამუშაოდ  დარჩენას გადაწყვეტდა ვერასდროს იფიქრებდა მარიკა დათუკიშვილი. პოლიტიკოსი, რომელსაც სულ სხვა ვალდებულებები აქვს, ოთხი თვეა,  90 წლის ოლივიას უვლის.

ნახეთ, თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი