პოლიტიკური კარიერა ციხეზე არ გადის - თეა წულუკიანი ნიკა მელიაზე

05.03.21 17:27
პოლიტიკური კარიერა ციხეზე არ გადის - თეა წულუკიანი ნიკა მელიაზე

თეა წულუკიანმა ბოლო დროის გახმაურებელ ფაქტებზე, როგორიცაა გიორგი გახარიას გადადგომა და ნიკა მელიას დაკავება, კომენტარი გააკეთა.

თუკი ავიღებთ ერთ პოლიტიკოსს, ერთ პიროვნებას, ნიკანორ მელიას, მისთვის ციხე არავითარ პოლიტიკურ ბენეფიტს, რაც არ უნდა მას ეგონოს, არ მოიტანს, ციხეზე არ გადის პოლიტიკური კარიერა, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას გადდგომის ფაქტს, თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ  გიორგი გახარიას გადადგომა იყო დამაზიანებელი ნაბიჯი.

როცა მე ავადმყოფობდი, მაშინ გადადგა გიორგი გახარია, სამწუხაროდ, გეტყვით იმას, რაც მასაც ვუთხარი, ეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის არის არასასიკეთო, არასწორი, მისთვის კი, გიორგი გახარიასთვის, საზიანო - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი, რომელსაც კორონავირუსის გამო ტაიმ-აუტი ჰქონდა აღებული, დღეს ,,მინისტრის საათის" ფარგლებში პარლამენტის სხდომას დაესწრო, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენდნენ.