"ოცნება" ზურაბიშვილს აღარ უჩივის - ღარიბაშვილი პრეზიდენტის შემორიგებას ცდილობს?!
საქართველოს მთავრობასა და ზურაბიშვილს შორის სამართლებრივი დავა ისე დასრულდა, რომ არც კი დაწყებულა. "ოცნება" პრეზიდენტს აღარ უჩივის. ორივე სარჩელი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეიტანა, საკონსტიტუციო სასამართლოდან უკან გაიწვიეს.
დავის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება დროში ემთხვევა საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის განაჩენის გამოცხადებას.
ეს კი მესამე სექტორსა და ყოფილ მოსამართლეებს უჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ზურაბიშვილზე გაბრაზებულმა ღარიბაშვილმა წყენა გვერდზე გადადო და პრეზიდენტის შემორიგება სცადა.