რუსთავი 2-ში რეორგანიზაცია გამოცხადდა - მიზეზი დაბალი რეიტინგია

05.03.21 17:34
რუსთავი 2-ში რეორგანიზაცია გამოცხადდა - მიზეზი დაბალი რეიტინგია

ტელეკომპანია "რუსთავი2-ში" რეორგანიზაცია გამოცხადდა. არხის ოფიციალური განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილების მიზეზი პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, რეკლამების შემცირება და სატელევიზიო რეიტინგის კლებაა. 

ამის საჭიროება იყო უკვე იმ დროიდან როცა ახალი მენეჯმენტი მოვიდა ტელევიზიაში. ჩვენი მოსვლისას ძალიან ბევრი პოზიცია იყო მორგებული კონკრეტულ ადამიანებზე და არ იყო სტრუქტურულად სწორად დალაგებული, ამის აუცილებლობა არსებობდა მაშინაც. ყველაფერი გამოიწვია იმან რომ სჭირდება გადახალისება, შეცვლა, შეიძლება არც არავინ იყოს გათავისუფლებული , შეიძლება იყოს უმნიშვნელო შემცირება.

პაატა სალია "რუსთავი 2-ის" დირექტორად 2019 წლის 18 ივლისს დაინიშნა.