ევროპარლამენტის არარეალურ და აბსურდულ რეზოლუციებზე რეაგირება გვექნება - კალაძე

13.02.23 15:27
ევროპარლამენტის არარეალურ და აბსურდულ რეზოლუციებზე რეაგირება გვექნება - კალაძე

დედაქალაქის მერი ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციის ტექსტს აბსურდულს და არარეალურს უწოდებს. კახა კალაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას მსგავს რეზილუციებზე პასუხი ყოველთვის ექნება. 

ჩვენ ერთი წამით არ გადაგვიხვევი იმ გზისთვის, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია, მაგრამ როდესაც ვისმენთ ასეთ აბსურდულ განცხადებებს, როდესაც ვისმენთ ასეთ აბსურდულ, არარეალურ რეზოლუციებს, რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან ექნება რეაგირება და ექნება შესაბამისი პასუხები, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ჩვენი ხალხის ინტერესს და ეს ასე იქნება მომავალშიც, მინდა იცოდეს ყველამ, - თქვა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში ივანიშვილის დასანქცირების შესახებ რეზოლციის ტექსტი დარეგისტრირდა.  

მსგავსი სიახლეები