მერაბიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების მორალური უფლება არ აქვს - პაპუაშვილი

13.02.23 15:58
მერაბიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების მორალური უფლება არ აქვს - პაპუაშვილი

ვანო მერაბიშვილის კულისებიდან გამოსვლის შემდეგ შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ყოფილ შს მინისტრს პოლიტიკაში დაბრუნების მორალური უფლება არ აქვს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რამდენად გაემიჯნებიან მათ ენმს- უცხოელი ლობისტები და მხარდამჭერები. 

მან, მართალია, კანონის წინაშე სასჯელი მოიხადა, თუმცა დანაშაულს აქვს როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური განზომილება და რა ტქმა უნდა, ის დანაშაულები, რომელიც მან ჩაიდინა, მას არანაირად არ აძლევს მორალურ უფლებას, რომ იყოს აქტიურ პოლიტიკაში. ამიტომ, ვფიქრობ ახლა არის მნიშვნელოვანი  და უნდა დავაკვირდეთ, რამდენად გაემიჯნებიან მათ "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერები ქვეყნის შგნით და ქვეყნის გარეთ და შევხედოთ, რა მორალურ პრინციპებზე დგანან სი მხარდამჭერები, რომლებსაც ჩვენ ხშირად ვხედავთ ენმ-ს გვერდით, ვგულისხმობ, მათ უცხოელ ლობისტებს, - თქვა პაპუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები