პუტინი ონკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშაა - მედია

13.02.23 16:41
პუტინი ონკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშაა - მედია

რუსეთში  ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს შესყიდვები გაასაიდუმლოეს, რომლითაც ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ პუტინი ონკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშაა.

რუსეთის სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდიდან გაქრა საბიუჯეტო დაწესებულების  "ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოსა და პოლიკლინიკის " კონტრაქტები, რომლებიც  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იყო დადებული.  

ფაქტი საგამოძიებო  პროექტმა  Sistema, -მ აღმოაჩინა. (Настоящее Время-სა და რადიო თავისუფლების ერთობლივმა პროექტმა).

მონაცემები 2022 წლის სექტემბრამდე გაქრა.  ახლა დოკუმენტები  საძიებო  სისტემაში ვერარ მოიძებნება, ხოლო    პირდაპირ ბმულით ხელშეკრულების გვერდზე  გადასვლისას, ჩანს  შეტყობინება:                    

კონტრაქტების რეესტრში შევიდა ცვლილება ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციაში კონტრაკტთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც  ინფორმაცია და დოკუმენტები არ შეიძლება  განთავსდეს ЕИС-ის ოფიციალურ ვებგვერდზე N  № 44-ФЗ კანონის 103-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

პრეზიდენტის საქმიანობის უზრუნველყოფის ხარჯები შეიძლება გასაიდუმლოვდეს 2022 წლის იანვარში ძალაში შესული კანონის  „საკონტრაქტო სისტემის შესახებ“ ცვლილებების მიხედვით. ამასთან, გადაწყვეტილებას, გასაჯაროვდეს  თუ არა შესყიდვები, თავად დაწესებულება იღებს.

გასაიდუმლოება  ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს   უფლებაა და არა ვალდებულება. შესყიდვების ასეთი პრაქტიკა გაზრდის კორუფციულ რისკებს. მანამდე  პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაწესებულებებს საქონლისა და მომსახურების ერთი მიმწოდებლის შეძენის შესაძლებლობა ჰქონდათ. 2022 წლის იანვარ-თებერვალში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის  ხარჯები 2021 წელთან შედარებით 40%-ით გაიზარდა“, - აღნიშნავს  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - რუსეთის“ დირექტორი ილია შუმანოვი.

სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდიდან არა მხოლოდ ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს  შესყიდვები გაქრა. 2022 წლის ნოემბერში ხელისუფლებამ მოახდინა რიგი სახელმწიფო შესყიდვების გასაიდუმლოება, მათ შორის, დიპლომატიური მისიების, FSB-ისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის საქმიანობის უზრუნველსაყოფად და აგრეთვე მობილიზაციის მოსამზადებლად.

მსგავსი სიახლეები