თეა წულუკიანი კულტურის „ოდეერია“ - პაატა მანჯგალაძე

13.02.23 16:52
თეა წულუკიანი კულტურის „ოდეერია“ - პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“  ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესვლასაც აფასებს და წულუკიანის გადაწყვეტილებას ბოლშევიკურ ქმედებას უწოდებს. 

არანაირი კულტურის მინისტრი წულუკიანი არ არის, წულუკიანი უნდა განვიხილოთ, როგორც რაღაცა „ოდეერი“ მივლენილი კულტურის სამინისტროში „ქართული ოცნების“ მიერ.

როგორი რეალობა დაგვიყენა ქრთილმა ოცნებამ? მხატვარს ედავებიან თავისი ნახატის გატანის გამო და რაღაც ფასადი დააზიანაო, მაშინ როდესაც, მთელი სისტემური დანაშაულებია გამოკვეთილი გელათთან დაკავშირებით, იქ ვერვის პასუხისმგებლობა ვერ დაადგინეს და მხატვარს ედავებიან, ჩვეულებრივი ბოლშევიკური მიდგომებია. 

ის რაც მოხდა ეს არის პირდაპირი ქმედება წულუკიანი და ქართული ოცნების, თუ არ იქნება დამჯერი პრეზიდენტი, ის იქნება ისევ შინაპატიმრობაში, როგორც ჰყავდათ“, -განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები