მიხეილ სააკაშვილი ევროსასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს
"პირველების ინფორმაციით", მიხეილ სააკაშვილი ევროსასამართლოს უახლოეს დღებში მიმართავს. ცნობილია, რომ მესამე პრეზიდენტის იურისტები მეორე ინსტანციაში სასჯელის გადავადების გასაჩივრებას არ დაელოდებიან. ამის მიზეზი კი პაციენტის გაუარესებული ჯანმრთელობაა.
"ვივა- მედში" სააკაშვილისა და მისი უფლებადამცველის კონსულტაციები ცოტანხის წინ დასრულდა. შოთა თუთბერიძე პირდაპირ ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი პოლიტპატიმარია, თუმცა მას სამართლიანობის და საბოლოო გამარჯვების იმედი მაინც აქვს.
ყველა სამართლებრივ ბერკეტზე, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისოზე ადვოკატთა ჯგუფი მუშაობს, ვფიქრობთ და ყველა სამართლებრივი მექანიზმი, დარწმუნებული უნდა იყოს საზოგადოება, იქნება ბოლომდე ამოწურული პრეზიდენტის უფლების დასაცავად. ქართული სასამართლო და მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე რომ პოლიტიკურად მოტივირებულია, წლების წინ დადგენილი ფაქტია და ეს, პრაქტიკულად, პრეზუმციაა უკვე, ამიტომ გასაკვირი აქ დიდად არაფერი ყოფილა, თუმცა შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის საქმეები არის ჯერ კიდევ განხილვის სტადიაში არსებიტად განიხილება ევროპის ადამიანის უფლებატა სასამართლოში. მიხეილ სააკაშვილს აქვს სამართლიანობის, საბოლოო გამარჯვების იმედი, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების იმედი, ქართელი ხალხის იმედი, - ამბობს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.